ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პროფესიულ გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და პროფესიული გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირის“ დირექტორმა ტატიანა ბერიძემ.

ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ინკლუზიური გარემოს შექმნაზე როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე, მისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში.

„ეროვნული ბანკი აგრძელებს სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას და რეგულაციების შემუშავებას, რაც ქალების პროფესიულ გაძლიერებას ემსახურება. ვფიქრობ, ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, დააჩქარებს მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორის ჩამოყალიბებას, ასევე ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების აღმოფხვრასა და ქალი ლიდერებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

სებ-ის ცნობით,შეთანხმება მიზნად ისახავს ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში რეგულირებულ საკითხებზე ორგანიზაციის წევრების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო ინტერესის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების და სიმპოზიუმების ერთობლივ ორგანიზებას.

პროფესიული გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირი“ აქტიურად საქმიანობს ბუღალტერთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც სწავლებისა და გადამზადების პროგრამების საშუალებით ახორციელებს. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსისტ ქალთა გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო