ქართველი მენეჯერი მსოფლიო ფინანსური მედიის ყურადღების ცენტრში -  Forbes Books -ი თამარ გახარიას ავტობიოგრაფიას აქვეყნებს

Forbes Books-მა გამომცემლობამ, რომელიც მსოფლიოში ცნობილია გამორჩეული ლიდერული ისტორიების პოპულარიზაციით, რამდენიმე დღის წინ თამარ გახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით გამოსცა – „The Blitz: საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში“. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ გახარია მსოფლიოს მასშტაბით რვა პროფესიონალს შორის მოხვდა, რომლებიც Forbes Book -მა გამოცემისთვის შეარჩია.

თამარის ისტორია აღწერს სოციალური ცვლილებებითა და პირადი გამოწვევებით აღსავსე რთულ გზას, რომელმაც ის პროფესიულ წინსვლამდე, მსხვილ ბიზნესში წარმატებამდე და საკუთარი თავის შეცნობამდე მიიყვანა.

საქართველოს ეკონომიკაში დიდი წვლილის შემტანი - უმსხვილესი ჰოლდინგი აქტივებითა და თანამშრომლების რაოდენობით, “სიბიეს ჯგუფი” აერთიანებს ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ახალი ტექნოლოგიები და სტარტაპები. ფინანსური დირექტორის რანგში თამარ გახარია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს „სიბიეს ჯგუფის“ წარმატებაში, პოზიციაზე რომელიც 25 წლისამ დაიკავა.

თამარის ისტორია სიმტკიცის და შეუპოვრობის შესანიშნავი მაგალითია, რაც განსაკუთრებულად აქტუალურია ქალებისა და დამწყები ლიდერებისათვის მთელ მსოფლიოში. „The Blitz“-ში ავტორი საუბრობს საკუთარ პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე, დაწყებული რთული ბავშვობიდან, რომელიც განვლო პოსტსაბჭოთა საქართველოს არასტაბილურ პირობებში, გაგრძელებული მძიმე გამოწვევებით ზრდასრულ ასაკში და დასრულებული მისი ამჟამინდელი პოზიციით. ეს ისტორია მკითხველს ემოციური ამბებისა და პრაქტიკული ასპექტების კომბინაციით აჩვენებს იმ ძალასა და ამბიციას, რომლებმაც განსაზღვრეს როგორც თამარის პიროვნული ზრდა, ასევე თანამედროვე საქართველოს განვითარება.

თამარ გახარიას თქმით, Forbes Books-ის მიერ მისი წიგნის გამოცემა დიდი პატივია.

„ჩემი ისტორიის გაზიარებით მსურს შთავაგონო და გავაძლიერო სხვა ქალები და ლიდერები მთელს მსოფლიოში, რადგან დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „სიბიეს ჯგუფის“ არაჩვეულებრივ გუნდს, მათი უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, როგორც ჩემი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, ისე მოცემული წიგნის შექმნის პერიოდში. საკუთარი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის გარდა, თითოეული ჩვენგანის წარმატებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გვიდგას გვერდში“, - განაცხადა თამარ გახარიამ.

„The Blitz“ უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ მთელს მსოფლიოში - Amazon, Barnes & Noble, BAM!, BBookshop, Hudson Booksellers, Pochlight და წიგნის მაღაზიებში აშშ- ში, ხოლო საქართველოში ფიზიკურად წიგნის შეძენა რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გამოგვყევით ჩვენს გვერდებზე სოციალურ მედიაში:

Facebook

Instagram

LinkedIn

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება