ლევან მგალობლიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერებინა.

„შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.

მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ურთიერთპატივისცემა დაადასტურეს.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის შეხვედრა პირველად გაიმართა.

შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჰი პენიუ, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ დანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა