გიორგი შარაშიძე - თუ იქნება ღია, გახსნილი კომისიის სხდომა, მივესალმებოდი, რომ მივიდეს გიორგი გახარია და მათივე მოედანზე ახადოს ფარდა სიმართლეს, პირში უთხრას, ვინ არის ნამდვილი „ნაცი“

თუ იქნება ღია, გახსნილი სხდომა, პირადად მე მივესალმებოდი და დავეთანხმებოდი, რომ გიორგი გახარია მივიდეს კომისიაზე და მათივე მოედანზე ფარდა ახადოს სიმართლეს, პირდაპირ უთხრას პირში, ვინ არის ნამდვილი „ნაცი“, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა მივიდეს თუ არა გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში.

გიორგი შარაშიძის განმარტებით, საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არც პარლამენტის და არც კომისიის ლეგიტიმაციასთან.

„ძალიან სასაცილოა, რომ ბიძინას „ნაცები“ აპირებენ გახარიას კომისიაზე დაბარებას. ჯერ კიდევ არ ვიცით, დაიბარებენ თუ არა, მაგრამ მაინტერესებს, გაბედავენ თუ არა. საერთოდ, ჩემი აზრით, ეს [კომისიაზე მისვლა] ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მართალია არალეგიტიმური პარლამენტია და არალეგიტიმური კომისიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილებაა. მე პირადად დავეთანხმებოდი მისვლას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არც პარლამენტის და არც კომისიის ლეგიტიმაციასთან. დავეთანხმებოდი მისვლას სწორედაც იმიტომ, რომ გახარიამ სიმართლე უთხრას პირში იმ ადამიანებს თავად „განაცებულებს", არა მარტო შემადგენლობით, არამედ ქცევით. „ოცნება“ ბოლო პერიოდში არაფრით არ ჩამოუვარდება „ნაციონალურ მოძრაობას“.

შეიძლება სწორიც იყოს მისვლა, მაგრამ თუ დაიბარებენ, ეს არსებულ მომენტზეა დამოკიდებული, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ იქ მისვლა და მათ მოედანზე ფარდის ახდა და მხილება დღევანდელი „ოცნების“, რომ თუ ვინმე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამგრძელებელია, ეს სწორედ დღევანდელი „ოცნებაა“. მეცამეტე წელია უკვე ხელისუფლებაში არიან და მათ რომ მართლა ჰქონოდათ სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა, ამას აქამდე გააკეთებდნენ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება