გიგი გიგიაძე - საქართველო უკვე აღარ განიხილება დასავლეთის რეალურ პარტნიორად - დრო, სამწუხაროდ, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ქვეყანას ყოველი დღე უჯდება ძალიან ძვირი

საქართველო უკვე აღარ განიხილება, როგორც დასავლეთის რეალური პარტნიორი, - ამის შესახებ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც GIPA TALKS-ის ფარგლებში, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებასა და საქართველოზე მისი გავლენის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დისკუსია გაიმართა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რეალობა შეიცვალოს, აუცილებელია, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

გიგიაძე აცხადებს, რომ არსებულ ფონზე დრო, სამწუხაროდ, „ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ყოველი დღე უჯდება ძალიან ძვირი“.

“საქართველოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" მაქსიმალურად აშორებს ჩვენს ქვეყანას დასავლეთს, ევროკავშირს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და იმისათვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნები, აუცილებელია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და აუცილებელია ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროკავშირთან ურთიერთობებში ჩვეულ რეჟიმში.

დრო, სამწუხაროდ, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ყოველი დღე უჯდება ძალიან ძვირი, იმიტომ, რომ ჩვენი ყოფილი პარტნიორები - უკრაინა და მოლდოვა უკვე მოლაპარაკებების რეჟიმში იმყოფებიან ევროკავშირთან და ისინი სულ სხვა რეალობაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. ეს თუ შენარჩუნდება კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველომ, შესაძლოა, ვეღარ მოახერხოს დიდი ხნის მანძილზე ამ ჯგუფში დაბრუნება, ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისის პირობებში ყოფნა", - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში