დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ევროკავშირიდან 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფები გამოაცხადა. თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც "განთავისუფლების დღე" უწოდა, აღნიშნა, რომ იწყებს "ოქროს ხანას" ამერიკისთვის, რომ დროა აშშ "აყვავდეს".

ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი ტარიფი და ევროკავშირზე 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მინიმუმ 10%-იანი საბაზისო ტარიფი მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაუწესდება.

ასევე, ტრამპის თქმით, შუაღამიდან 25%-იან ტარიფს აამოქმედებს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე.

მისი თქმით, როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან „მეგობარი მტერზე უარესია“.

ის ამბობს, რომ სამხრეთ კორეაში წარმოებული მანქანების 80%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეაში, ხოლო იაპონიაში გაყიდული მანქანების 90%-ზე მეტი დამზადებულია იაპონიაში და რომ აშშ-ს წარმოების მანქანები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნებში.

„ამიტომ, შუაღამისას, ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ს ახალი პოლიტიკა წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკაში დრამატულ ცვლილებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს