სირიის საგარეო უწყება - ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაშავდა

სირია ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და მისი სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად აფასებს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

„საერთაშორისო სამართლისა და სირიის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევით, ისრაელის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ქვეყნის ხუთ ლოკაციაზე. ეს გაუმართლებელი ესკალაცია სირიის დესტაბილიზაციისა და მისი ხალხის ტანჯვის გამწვავების მიზანმიმართული მცდელობაა“, - აღნიშნულია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათი მტკიცებით, თავდასხმებმა ცენტრალურ პროვინცია ჰამაში სამხედრო აეროპორტის თითქმის სრული განადგურება გამოიწვია, დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ სირიის ქალაქებში : დამასკოში, ჰამასა და ჰომსში სამხედრო ავიაბაზებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს