Reuters - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი ინვესტიციების საკითხებში, კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ი წერს, რომ ეს რუსი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი აშშ-ში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

„ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს ზეწოლას რუსეთსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“,- განაცხადეს წყაროებმა Reuters-თან საუბარში.

წყაროების ცნობით, უიტკოფმა დმიტრიევი შეერთებულ შტატებში გასულ კვირას მიიწვია. დმიტრიევი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მისთვის ქვეყანაში მოგზაურობის მოკლევადიანი ნებართვა გაეცა.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ დმიტრიევი, შეიძლება, საკვანძო ფიგურა გახდეს აშშ-რუსეთის ურთიერთობების გამოსწორებაში, რომელიც დონალდ ტრამპის იანვრის ინაუგურაციამდე ყველაზე უარესი იყო ცივი ომის პერიოდის შემდეგ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი