ანტონიო კოშტა - ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება

ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„სრული მხარდაჭერა ევროკომისიას აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებში. ვაჭრობა გლობალური კეთილდღეობის მძლავრ მამოძრავებელ მექანიზმს წარმოადგენს. ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება“, - წერს ანტონიო კოშტა.

მისი თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„დროა მერკოსურთან და მექსიკასთან მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ნაბიჯი წინ გადავდგათ და ინდოეთთან და სხვა მთავარ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება