თეა წულუკიანი გივი თარგამაძეზე - ოპერაცია - „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება - ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი

ოპერაცია - „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება - ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, სადაც დღევანდელ სხდომაზე მიწვეულია გივი თარგამაძე.

მან თარგამაძეს მოუწოდა, კომისიის სხდომაზე მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს.

„საჯაროდ მან განაცხადა, რომ ის კომისიის სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია, ველოდებით, რომ ის გამოცხადდება. ჩვენი ოპერაცია - „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება. მე ბატონ გივის ვურჩევ - ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი. მობრძანდით და გაეცით კითხვებზე პასუხი, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ 8-წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი არიან დაბარებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს