გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 აპრილს 11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, თოფჩიშვილის, სონღულაშვილის, თაყაიშვილი, მესხის, ჭიაურელის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

11:00-დან 11:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა. 13:00-დან 16:00 საათამდე - მომხმარებელს მისაქციელში.

11:00-დან 11:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ყვავილი, ზემო და ქვემო აში, ქერანა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მაგრანეთი, ქვემო და ზემო ნაქალაქარი, ყუდრო, ვეძათხევა, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება