კირ სტარმერი ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე - დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ

დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ, - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს.

„რა თქმა უნდა, აშშ-ის გადაწყვეტილებებს გლობალური გავლენა ექნება, როგორც აქ, ისე გლობალურად. ჩვენ მზად ვართ, რადგან ამ ქვეყნის ერთ-ერთ სიძლიერეს სიმშვიდის შენარჩუნების უნარი წარმოადგენს. გასულ ღამეს, აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის იმოქმედა და ეს მის მანდატს წარმოადგენს. დღეს, მე ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“, - განაცხადა კირ სატარმერმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ პასუხის თვალსაზრისით „არაფერია გამორიცხული, მაგრამ მიზანს შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს“.

„ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და ახალ ეპოქაში შევდივართ. ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და სწორედ ამიტომ ჩემს გუნდს ცვლილებების სწრაფად განხორციელება დავავალე, რაც ჩვენს ეკონომიკას უფრო ძლიერსა და მდგრადს გახდის. ეს მთავრობა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს