კახა კალაძე ODIHR-ის განცხადებაზე - როგორც ამბობენ, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთო და სიფრთხილით ვეკიდებით - მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები, არ მოხდეს საზოგადოების გახლეჩა, რევოლუციები, აგენტურის დაფინანსება

ჩვენ [ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს] სიფრთხილით ვითვალისწინებთ. როგორც ამბობენ, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთო და სიფრთხილით ვეკიდებით, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, ამერიკული „ფარას“ ქართული ვერსიის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს.

„თქვენ როდიდან დაიწყეთ ამ ორგანიზაციის [ეუთო-ოდირის] აღიარება? თქვენ ამბობდით, რომ ვინ არის ეუთო-ოდირი? არაფერს არ წარმოადგენს და არც მათი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არაფერს წარმოადგენს! თუ რამეს ვიტყუები, შეგიძლიათ ამოიღოთ არქივი და ნახოთ, თქვენი რადიკალური პოლიტიკოსების განცხადებები ეუთო-ოდირთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ [ეუთო-ოდირის მოწოდებას] ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, სიფრთხილით ვეკიდებით. ზუსტად, იგივე მიდგომები და დამოკიდებულება იქნება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო, ტყუილად არ გადმოგვიღია. ყველა აგენტურა, ქვეყნის მოღალატე, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის და აღნიშნული კანონმდებლობა [ამერიკული „ფარას“ ქართული ვერსია] მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლებული იყოს, დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები და არავის არ მიეცეს შესაძლებლობა, რაღაცა სხვა ქვეყნების გავლით, აქ შემოვიდეს თანხები, მოხდეს საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, რევოლუციების მოწყობა, აგენტურის დაფინანსება. ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩემო მეგობრებო! რაც წლების წინ იყო, ის ვეღარ იქნება და ვეღარ მოხდება!

ჩვენ [ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს] სიფრთხილით ვითვალისწინებთ. როგორც ამბობენ, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ და სიფრთხილით ვეკიდებით”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს, სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის გამო.

ODIHR-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ახლად მიღებული კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც, მაგალითად, უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამო ყველა პიროვნებასა და ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესებში მოქმედად თვლის და უცხოურ აგენტად რეგისტრაციას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს ითვალისწინებს, „ზრდის შეშფოთებას ბოლო დროს მიღებულ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით და სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის უარყოფით გავლენაზე”.

ასევე, აღინიშნება, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონმდებლობის გადატანას „ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ" და განიხილებოდეს უფრო ფართო ეროვნული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს კონტექსტში.

ODIHR-ი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჭიროა კანონის ყურადღებით ხელახლა შეფასება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს