Finance Derivative Magazine-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად და საკონსულტაციო კომპანიად დაასახელა

გალტ & თაგარტმა მორიგი აღიარება მოიპოვა. ფინანსურმა გამოცემა Finance Derivative Magazine-მა ყოველწლიური საბანკო დაჯილდოების ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად და კორპორაციულ საკონსულტაციო კომპანიად დაასახელა.

Finance Derivative Magazine ფინანსებსა და ბიზნესზე ორიენტირებული გლობალური გამოცემაა, რომელიც ნიდერლანდებშია დაფუძნებული. მისი ჯილდო მიზნად ისახავს ამ მიმართულებებში გამორჩეული მიღწევების მქონე კომპანიების აღიარებასა და გაძლიერებას.

„ჩვენი ჯილდო გამოარჩევს იმ კომპანიებსა და მთავარ მოთამაშეებს, რომლებმაც განსაკუთრებული პერფორმანსი აჩვენეს და რომლებიც კიდევ უფრო დიდი სიმაღლეებისკენ მიისწრაფვიან. შესაბამისად, ეს ჯილდო წარმოადგენს პლატფორმას მათი აღიარებისა და წარმოჩენისთვის. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ როგორც მცირე ზომის ბაზრებს, ისე დიდ ფირმებს, რომლებიც საერთაშორისო მოდელებს სხვადასხვა რეგიონში ნერგავენ“, - ნათქვამია გამოცემის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი შეაფასეს კაპიტალის ბაზრის განვითარების, საბროკერო, კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურების ჭრილში.

„მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტმა ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკისა და საუკეთესო ფინანსური საკონსულტაციო კომპანიის ჯილდო მიიღო. გალტ & თაგარტი აქტიურად მუშაობს როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი დონის, დივერსიფიცირებულ სერვისებს. ჩვენ ვამაყობთ, რომ აღნიშნული აღიარება აფასებს გალტ & თაგარტს როგორც წამყვან საკონსულტაციო კომპანიას შერწყმა-შესყიდვის (M&A) და სხვა ფინანსური კონსულტაციების მიმართულებით, რაც კომპანიისთვის სტრატეგიული მიმართულებაა. მადლობას ვუხდით Finance Derivative Magazine-ს აღიარებისთვის, და ამასთანავე, განსაკურებულ მადლობას ვუხდი გალტ & თაგარტის გუნდის თითოეულ წევრს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად გაწეული ინდივიდუალური ძალისხმევისთვის“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს