უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გამოაცხადა, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწყება“, - წერს ზოლტან კოვაჩი.

ცნობისთვის, დღეს უნგრეთში ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩავიდა, რომლის წინააღმდეგაც 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

უნგრეთი, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ვალდებულია, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის მიხედვით იმოქმედოს, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს