კაია კალასი - სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან და საბოლოოდ ყველაფრის გადახდა ჩვეულებრივ მომხმარებელს მოუწევს.

კალასმა ეს განცხადება ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ. ნათელია, რომ ყველა ეს ტარიფი მომხმარებლისთვის ფასებს აძვირებს და, საბოლოო ჯამში, ყველაფერს ჩვენ ვიხდით”, - აღნიშნა კალასმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ძალზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში.

მისივე თქმით, ამავდროულად, ახლა უკვე საკუთარი თავდაცვის დოკუმენტის, „თეთრი წიგნის“ მქონე ევროკავშირი იმუშავებს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

„ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ახლა ბევრს ვყიდულობთ ამერიკელებისგან, მაგრამ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პორტფელი, რათა გვქონდეს აქ წარმოების შესაძლებლობები - საბრძოლო მასალა და ნივთები, რაც აქ გვჭირდება - და ასევე შეგვეძლოს სხვა მოკავშირეებისგან ყიდვა, რათა გვქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი ამ მხრივ”, - აღნიშნა კალასმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება