ლევან სამუშია - საგამოძიებო კომისია არის ბოროტი საცირკო წარმოდგენა, რომლის მთავარი აქცენტი არის ქვეყნის „გაშავება“ და პოლიტიკური ოპონენტების დევნა! ამ დევნის მაგალითებს ვუყურებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე

საგამოძიებო კომისია არის ბოროტი საცირკო წარმოდგენა, რომლის მთავარი აქცენტი არის ქვეყნის „გაშავება“ და პოლიტიკური ოპონენტების დევნა! ამ დევნის მაგალითებს ვუყურებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე. ოპონენტების დევნა რომ აწყობთ, ეს არის მათი საფირმო ნიშანი,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან სამუშია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ლევან სამუშიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, შეიკრიბა გარკვეული პირთა წრე და საკუთარ თავს პარლამენტი დაარქვეს. ამ თვითმარქვიებმა შექმნეს საგამოძიებო კომისია.

პირველი: ეს საგამოძიებო კომისია მიმართულია ქვეყნის ინტერესების და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, საქართველოს „გასაშავებლად“.

მეორე: პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. ვინ არიან მათი ძირითადი პოლიტიკური ოპონენტები?! - „ლელო - ძლიერი საქართველო“ და მათი ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ეს ადამიანები საუბრობენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულები უნდა გამოვიძიოთო. რა შუაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე? წელი არ იყო გასული, „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, როდესაც დევნის ობიექტები არ იყვნენ ჩვენი პარტიის ლიდერები. მამუკა ხაზარაძეს დაკითხვებზე ატარებდნენ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, სად იყვნენ ამდენი წელი?! რას აკეთებდნენ?! საგამოძიებო სტრუქტურები, სასამართლო მათია და სად იყვნენ?! ეს არის ბოროტი საცირკო წარმოდგენა, რომლის მთავარი აქცენტი არის ქვეყნის „გაშავება“ და პოლიტიკური ოპონენტების დევნა! ეს არის ჩვეულებრივი დევნა, ამ დევნის მაგალითებს ვუყურებთ მამუკა ხაზარაძეზე.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ ნებისმიერ დროს, თუნდაც ამათ მართულ საგამოძიებო სისტემებში ნებისმიერ საქმეზე მივა და პასუხს გასცემს. ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, თავზე ჩამოემხოთ, რომელიც თითიდან გამოწოვილი იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. ოპონენტების დევნა რომ აწყობთ, ეს არის მათი საფირმო ნიშანი. ეს ჩვენი პარტიის ლიდერების მიმართ გამოვლინდა და კარგად ვხედავთ.“,-აღნიშნა სამუშიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი