პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდნენ.

რამდენიმე ეტაპად განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მდმ“, „ექსტაზი“ და „მარიხუანა“.

დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე, მერვე და მეცხრე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება