კომპანია „ჩირინა“ განცხადებას ავრცელებს

ძვირფასო მომხმარებლებო და დაინტერესებულო პირებო, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა ნათელი მოვფინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველას გვაღელვებს.

ჩვენი ვალია, მკაფიოდ და ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი გაჩენილ კითხვებს.

2013 წლიდან, წარმოების პირველი დღიდან, ჩვენი ქათამი თავისუფალია ყველა სახის ჰორმონული დანამატისა და სტეროიდისგან. მეტიც, საქართველოში არც ერთი მეფრინველეობა არ იყენებს ჰორმონებს. ამას საქართველოს კანონდებლობაც ითვალისწინებს.

რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, პროდუქცია პერიოდულად მოწმდება ანტიბიოტიკების კვალზე სეს-ის მიერ და სრულიად სუფთაა.

ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი „ტეტრაციკლინი“ არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით.

რაც შეეხება ქათმის ნაკელს - მისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად, მ ც ე ნ ა რ ე ე ბ ი ს თ ვ ი ს !

ნაკელის მოხმარების წესი შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ საიტზე:

www.biuterra.ge

დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად.

ჩვენი კომპანია ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის წარმოებაა ამიერკავკასიაში. ვფლობთ არაერთ საერთაშორისო სერტიფიკატს სურსათის უვნებლობაში, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ დაცულ უმაღლეს სტანდარტებს:

https://chirina.ge/ge/about-us/iso-standards

მადლობა ნდობისთვის და გვერდზე დგომისთვის!

ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს თითოეულ ოჯახს!

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება