დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ხელმოცარული პოლიტიკოსია - რასაც ის ცდილობს, იმ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნაა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აქვთ შექმნილი

რეალურად, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ხელმოცარული პოლიტიკოსია - რასაც ის ცდილობს არის იმ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აქვთ შექმნილი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, “სალომე ზურაბიშვილის და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა.”

„რეალურად, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ არანაირი აქტიურობა, რითაც ის კვლავ ცდილობს, თავისი უცხოელი დავალებების მიმცემები კვებოს, არ გამოუვა. რატომ? - პირველი და მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის და "კოლექტიური ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა. რეალურად, მათ არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ იქ, სადაც მცდელობა ჰქონდათ, რომ აქცია ჩაეტარებინათ. იქ მყოფი მცირე საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სტვენით და შეძახილებით გამოეხმაურა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ "კოლექტიური ნაცმოძრაობის” ყველა ე.წ ლიდერზე, რადგან მათი პოლიტიკური გზა ფაქტობრივად, კრახით არის დასრულებული და ამ მოცემულობიდან გამოსვლაში ეს ფსევდო მიმართულებები, დაპირებები და იმის ინსცენირება თითქოს ისინი კიდევ აქტიურ პოლიტიკაში არიან, არაფრის მომცემია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პასუხის მსგავსი იმ ძალების, იგივე “დიფ სთეითისადმი”, საიდანაც ეს ადამიანები საქართველოში იმართებიან”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა