ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა - თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, კითხვები დაგვესვა

ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა [სამეურვეო საბჭოს] სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა - თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით და კრიტიკული კითხვები დაგვესვა, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას პირდაპირი ეთერით შეეძლო ენახა, „რა სამარცხვინო ხრიკებით მოქმედებს სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის შემადგენლობა“.

„დღეს ვასილ მაღლაფერიძე მეორე ვადით აირჩიეს თავმჯდომარედ და ჩვენ, თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია, ფაქტები, კონკრეტულად მაუწყებლის მუშაობასთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ პოლიტიკური ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით, არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით, დაგვესვა ის კრიტიკული კითხვები, რომელიც გვაქვს კონკრეტულად მაუწყებელთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოქმედებებთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, საკუთარი თავის რა ლუსტრაცია მოახდინა საბჭოს

8 წევრმა წინა სამარცხვინო სხდომაზე. ახლა ისინი არიან შეშინებულები, გაურბიან შეკითხვებს, იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები,“ - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად, პირველი არხის ახალ შენობასთან აქცია გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს