მარგუს ცაჰკნა საქართველოზე - მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი

მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი - ეს საკითხი მაგიდაზეა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ესტონეთმა ათობით სხვადასხვა პირს დაუწესა პერსონალური სანქციები, ეროვნული სანქციები, ასევე ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს. ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ეს საკითხი მაგიდაზე იყოს, უპასუხა.

„დიახ, ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ ვაჩვენოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქცევა შეცვალოს“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს