ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. თქვენ ნახეთ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ გავრცელებული განცხადება და ჩვენ, ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ამ განცხადებას მხარს სრულად ვუჭერთ. ჩვენ საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა პროევროპელია, ისინი ევროპული მომავლისკენ ისწაფვიან და გვინდა მხარი დავუჭიროთ მათ, რათა თავიანთი პოზიციის დაცვა გააგრძელონ“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო