გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, ბულაჩაური, დაბანოსხევი, ქუბრიაანი, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ჭოპორტი, ბაგიჭალა. 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნავაზი, ნაოზა, ნავაზარი, მისაქციელი, ახალდაბა. 11:00-დან 18:00 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში წოდორეთი, ლისი, მსხალდიდი, ცივ წყარო. 12:15-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში, გრიგოლ ხანძთელის, ფარსმან სონღულაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, წმინდა სამების ქუჩებზე. 13:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის რაიონის დაბა სტეფანწმინდაში, სოფლებში სიონი, არშა, სნო, გორისციხე, ხურთისი, კარკუჩა, ფანშეტი, ჯუთა, გველეთი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 15:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს გველეთში, დარიალსა და ლარსზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს