„თბილისის უძრავი ქონება“ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიერ პარლამენტის საგამოძიებო  კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

„თბილისის უძრავი ქონება“ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიერ პარლამენტის დროებით კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში „თბილისის უძრავი ქონება“ აღნიშნავს, რომ რამაზ ახვლედიანმა გამოიყენა ყველა სამართლებრივი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად, ხოლო სასამართლომ პასუხი გასცა ყველა შეკითხვას.

„შპს „თბილისის უძრავი ქონება“ ბატონი რამაზ ახვლედიანის მიერ საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს ეხმიანება და სურს აცნობოს საზოგადოებას, რომ ბატონმა რამაზ ახვლედიანმა თავისი უფლებების თაობაზე 2015 წლის თებერვალში მიმართა სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით. უსაფუძვლო დავა შპს „თბილისის უძრავი ქონების“ წინააღმდეგ რამდენიმე წელი გრძელდებოდა და კომპანიის გამარჯვებით დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ, უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 6 თებერვალს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ, ისევე როგორც ყველა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, არ გაიზიარა ბატონი რამაზ ახვლედიანის არგუმენტები და მას უარი ეთქვა თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

ბატონმა რამაზ ახვლედიანმა გამოიყენა ყველა სამართლებრივი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად. ზემოხსენებულმა სასამართლო გადაწყვეტილებებმა პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც შეიძლება საზოგადოებას ჰქონოდა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება