პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს მოუსმინეს

ვინც ჩემთვის ჩამორთმეული ქონებით ისარგებლა და ეს ქონება საბოლოო ჯამში, უკეთესი პირობით და ბევრად უფრო ნაკლებ ფასში მიიღო, ეს არის მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, რამაზ ახვლედიანმა პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს.

„2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ბობ მეიერის მიერ შექმნილ შპს Lisi lake development-ს პირდაპირი მიყიდვის წესით, გადასცა ჩემთვის ჩამორთმეული ქონებაც და ის, რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურას განცხადებით მივმართეთ. ასევე სასამართლოში შევიტანეთ [განცხადება] პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ, როგორც ქონების დღევანდელი მეპატრონე, მესამე პირად Lisi lake development-ი მოიწვია. მან გამოაგზავნა თავისი წარმომადგენელი და იმ ყველაფერს, თუ რამე მქონდა გაკეთებული, შესყიდული, ნაშოვნი ხაზი გადაუსვა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ერთად გვებრძოლა სამართლიანობისთვის, ჩემი საწინააღმდეგო მხარე დაიჭირა. ამიტომაც გამიმტკიცდა ეჭვი, რომ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე (ან ერთ-ერთი მაინც, თუ მთავარი არა), იყო ის [ხაზარაძე] და მისი მეგობრები. ვინც ისარგებლა ჩემთვის ჩამორთმეული ქონებით და ეს ქონება მიიღო საბოლოო ჯამში, უკეთესი პირობით და ბევრად უფრო ნაკლებ ფასში, ეს არის მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი“,-განაცხადა ახვლედიანმა.

ბიზნესმენი ასევე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს მისთვის ფული არ გადაუხდია ლისის ტბის იმ ნაწილისთვის, რომელიც მისგან შეიძინა.

„ჩემთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია ბატონ მამუკას, თუ არადა, შეუძლია წარმოადგინოს თანხის გადახდის დოკუმენტაცია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი