ესპანეთში, სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე ჭკუასელი დაინიშნა.

„იგი 2003 წლიდან საგარეო უწყებაში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. ალექსანდრე ჭკუასელი იყო ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი”, - აღნიშნავს უწყება.

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე დაინიშნა.

„კონსტანტინე სურგულაძე საგარეო უწყებაში 1997 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო ნიდერლანდების სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. იგი ასევე გახლდათ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ვატიკანში, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა დავით მექვაბიშვილი.

„იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის საელჩოში, ასევე იყო ააიპ კარდინალ პიო ლაგის ფონდის დირექტორი, მინიჭებული აქვს მალტის ორდენის ღირსების ორდენის კავალერის ჯილდო”, - წერია საგარეო უწყების პრესრელიზში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება