ემანუელ მაკრონი ტარიფებზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას “სასტიკს და უსაფუძვლოს“ უწოდებს და კომპანიებს აშშ-ში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპულ კომპანიებს აშშ-ის ეკონომიკაში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“მიამიტები არ ვართ, ამიტომ საკუთარ თავს დავიცავთ… მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო ინვესტიციები და ბოლო კვირებში გამოცხადებული ინვესტიციები, დროებით შეჩერებულ იქნას, სანამ შეერთებულ შტატებთან საკითხები არ გაირკვევა.

რა მესიჯი იქნება თუ ძირითადი ევროპელი მოთამაშეები დაიწყებენ მილიარდობით ევროს ინვესტირებას ამერიკულ ეკონომიკაში, მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ გვირტყამენ?”, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების შემოღება იყო “შოკი საერთაშორისო ვაჭრობისთვის”. მან დაგმო “სასტიკი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება”, ვინაიდან “სავაჭრო დისბალანსს არ ასწორებენ საბაჟო ტარიფების შემოღებით”.

“[ახალი საბაჟო ტარიფების] მასშტაბი და უარყოფითი ბუნება ძირითად გავლენას ამერიკულ ეკონომიკაზე მოახდენს. ეკონომიკა და ამერიკელები, იქნება ეს ბიზნესები თუ მოქალაქეები, უფრო სუსტები და ღარიბები გახდებიან”, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროპულ დონეზე “პასუხი იქნება”. მისი თქმით, ევროპული გადაწყვეტილებების პირველი ფაზა მაისის შუაში იქნება და ის ფოლადს და ალუმინს შეეხება. მეორე ფაზა, “უფრო მასიური” და “სექტორების მიხედვით", მისი თქმით, მაისის ბოლოს იქნება.

მან ევროპელებს მოუწოდა, რომ “ერთიანი დარჩნენ” და აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი ქვეყნები “მარტოდ თამაშის” ცდუნებას არ უნდა აჰყვნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს