კირილ დმიტრიევი - მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავენ

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას განიხილავენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„ჩვენი საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მათ შორის რუსებისთვის პრაქტიკულ საკითხებზე. ფაქტობრივად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ“, - განუცხადა დმიტრიევმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, კირილ დმიტრიევმა გუშინ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს