ნატო-ს მაღალჩინოსანი - უკრაინაში 900 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის 900 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა, - „დოიჩე ველეს“ ცნობით, ეს მონაცემები ნატო-ს მაღალჩინოსანმა ბრიუსელში, ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მისივე განცხადებით, აქედან 250 000 დაღუპულია. ამასთან, დაჭრილ რუს სამხედროებს შორის ბევრმა, უხარისხო სამედიცინო დახმარების გამო, სამუდამო დაზიანებები მიიღო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანახმად, ყოვლ დღე 1 000 რუსი ჯარისკაცი იღუპება და იჭრება, მაგრამ ახალწვეულების რეკრუტირების ტემპი ჯერჯერობით ემთხვევა მის დანაკარგებს.

”რუსული ჯარების წინსვლა უკრაინაში ნელდება, მისი დანაკარგები იზრდება, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება მზად არის გააგრძელოს მძიმე დანაკარგების ატანა ნელი წარმატებების სანაცვლოდ,” -აღნიშნა ნატო-ს მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუსული საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ აღარ არის მზად ამას შეეგუოს.

ნატო-ს შეფასებით, ვითარება ბრძოლის ველზე ძალიან მძიმე რჩება. ალიანსის პროგნოზით, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ფრონტის ხაზზე და ზოგადად მთელ უკრაინაში ზეწოლას, რათა გაახანგრძლივოს ომი და გაზარდოს თავისი უპირატესობა მოლაპარაკებებში წარმატების მისაღწევად.

„ბრძოლის ველზე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსები ემზადებიან ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ამ ომში რუსეთის მიზნები შეიცვალა“, - განაცხადა ნატო-ს მაღალჩინოსანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი