კირილ დმიტრიევი - დონალდ ტრამპის გუნდმა მესამე მსოფლიო ომის დაწყება შეაჩერა

პრეზიდენტმა ტრამპის ადმინისტრაციამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთთან დიალოგი არ ყოფილა და „რუსული პოზიციის გაგების მცდელობა არ ყოფილა“.

„რაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა გააკეთა, ეს არის ის, რომ მათ მიაღწიეს პირველ დეესკალაციას კონფლიქტში, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას გულისხმობს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს კარგი დისკუსიები, ჩვენი დიპლომატებიც განიხილავენ შესაძლო შედეგს. ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა არა მხოლოდ შეაჩერა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, არამედ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზე“, - აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

კითხვაზე, არის თუ არა სანქციების მოხსნა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პირობების ნაწილი, დმიტრიევმა უპასუხა, რომ რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან სანქციები რუსეთზე მეტად ევროპასა და აშშ-ს აზარალებს.

„რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან თუ გადავხედავთ ჩვენს მშპ-ს ზრდას, შარშან ის 4 პროცენტი იყო, ევროპაში მხოლოდ ერთი პროცენტი. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ რეალურად ამერიკულმა კომპანიებმა დაკარგეს დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის მოგება რუსეთიდან გასვლით. ასე რომ, ვფიქრობ, სანქციები შეიძლება მოიხსნას, როდესაც ამერიკული კომპანიები მოისურვებენ დაბრუნებას, მოისურვებენ ისარგებლონ რუსეთში ბიზნეს შესაძლებლობებით. რუსეთი არ აყენებს რაიმე წინაპირობებს და არ ითხოვს კონკრეტული სანქციების შემსუბუქებას“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

შეგახსენებთ, კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში იმყოფება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის