პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 15 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 15 პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ მართავდა და ორგანიზებას უწევდა „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების საქმიანობას. პროკურატურის განმარტებით, ისინი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გურიის რეგიონში, დაშინებით, მუქარით, „ქურდული გარჩევით“, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებებით ახორციელებდნენ მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტას, ე.წ. „ქურდული სალაროსთვის“ თანხის შეკრებას და „ქურდული სამყაროს“ წევრთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

„სამართალდამცველებმა 13 ბრალდებული 2 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 5 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულთაგან 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223³ მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, 6 პირს კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223⁴ მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა („კანონიერი ქურდისთვის“/„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება