ნინო დოლიძე - ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას - დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას

გუშინ, ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნინო დოლიძე აღნიშნავს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

„გუშინ, ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი - კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს“, - წერს ნინო დოლიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი