თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედრა ჩაატარა

თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სააგენტომ - „აწარმოე საქართველოში“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა: EBRD, IFC და ADB.

ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა: გლობალური და ადგილობრივი ბაზრების მაკროეკონომიკური პერსპექტივები, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება და ტენდენციები, რეიტინგის მოპოვების პროცესში კომპანიების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები და ასევე, რა უნდა გაითვალისწინონ ემიტენტებმა 2025 წელს.

„წლიდან წლამდე, მზარდია კაპიტალის ბაზარზე როგორც ემიტენტების რაოდენობა, ასევე ბაზრის მოცულობა და დაინტერესება ინვესტორების მხრიდან. ღონისძიებაზე არაერთ ისეთ პარტნიორ კომპანიას ვუმასპინძლეთ, ვისთან ერთადაც 30 წელია ვიზრდებით და ვვითარდებით. მათ შორის რამდენიმეს უკვე აქვს ფასიანი ქაღალდების გამოშვების გამოცდილება. მოხარული ვართ, რომ სულ უფრო მეტ კომპანიას ვთავაზობთ ტრადიციული საბანკო მომსახურებების მიღმა, დაფინანსების მოზიდვის ალტერნატიულ გზებსაც. სწრაფად ცვალებად გარემოში და გლობალური მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო დიდია თიბისის პასუხისმგებლობა, რომ მუდმივად გავაზიაროთ ტენდენციები, მოლოდინები და სწორი ანალიზი. ამჯერად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ერთად, ბაზარზე არსებული ტენდენციები, ემიტენტების მომზადების პროცესი და ექსპერტების მოლოდინები გავაზიარეთ“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო