სტუ-ის კურსდამთავრებული - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და წამყვან კომპანიებში სტაჟირება ჩემთვის შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და საქართველოს წამყვან კომპანიებში სტაჟირება, ჩემთვის შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, გიორგი ჩახვაშვილმა განაცხადა.

როგორც სტუ-ის კურსდამთავრებული ამბობს, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში მიღებულმა განათლებამ, მიდგომებმა და იმ მეთოდებმა, რომელიც ლექტორებმა გაუზიარეს, მის კარიერულ ზრდას მრავალმხრივ შეუწყო ხელი.

„ჩემი გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში იყო გარდამტეხი პერიოდი ჩემი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბების მიმართულებით. თავიდანვე მომხიბლა პროფესორ-მასწავლებლების უნიკალურმა მიდგომამ, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, ტექნოლოგიასა და ინოვაციურ დიზაინს. დიზაინის საერთაშორისო სკოლა არის ადგილი, სადაც კრეატიულობა და პრაქტიკულობა ერწყმის ერთმანეთს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებულად იმუშაონ თანამედროვე დიზაინის სფეროში. ფაკულტეტის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და საქართველოს წამყვან კომპანიებში სტაჟირება შეუფასებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ეს შესაძლებლობები არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებაში დამეხმარა, არამედ გამხადა უფრო მოქნილი და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებთან ადაპტირებული. შემიძლია ვთქვა, რომ აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წარმატებაში. ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია და დიზაინის ღრმა გაგება მაძლევს შესაძლებლობას, კონკურენტუნარიანი ვიყო და მუდმივად ვქმნიდე ახალს“, - აცხადებს გიორგი ჩახვაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, გიორგი ჩახვაშვილმა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატი 2017 წელს დაასრულა, ხოლო მაგისტრატურა - 2019 წელს; მუშაობა დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე, სადაც არქიტექტურული პროექტის სამგანზომილებიანი ციფრული ვიზუალიზაციის მიმართულებით ლექციებს კითხულობდა. ამჟამად, გიორგი ჩახვაშვილი არქიტექტურული ვიზუალიზაციის „სტუდია პარალელში“ 3D არტისტად მუშაობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს