ანრი ოხანაშვილი - დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ, უზრუნველყო ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება

სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი - ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე, ძალაშია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა, დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველო გაზრდილი საფრთხეების გარშემო აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ, უზრუნველყო ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება.

სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე ძალაშია. არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური საქმიანობა, რომელიც აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას კვლავ განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები. საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი პრობლემაა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის გამოყენება, ადამიანების უკანონო დაკავება, ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის საზიანო სხვა ქმედებები“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა