ბადრი ჯაფარიძე - რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას, ამისთვის მზად ვართ და ვიღებთ გამოწვევას - თეა წულუკიანი მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია

რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ამისთვის მზად ვართ, ვიღებთ ამ გამოწვევას - ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება თეა წულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რეპრესია ადამიანების დაშინებას ემსახურება.

„ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის მორიგი რეპრესიული ტალღა, რომელსაც ცხადია, უნდა ველოდოთ, როდესაც წინააღმდეგობას უწევ მშვიდობიანად რეჟიმს. რეჟიმი ცდილობს ქვეყანა ჩამოაშოროს ევროპულ ვექტორს, ოპონენტი გაანადგუროს მორალურად, განსხვავებული აზრი მოკლას. ასეთი რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ამისთვის მზად ვართ, ვიღებთ ამ გამოწვევას. ცხადია, რასაც ვაკვირდებით, გამოძიებასთან და სიმართლის დადგენასთან კავშირი არ აქვს. ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება თეა წულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია. ასეთი ძალა გვიპირისპირდება. ნებისმიერი გამოწვევისთვის უნდა იყოთ მზად. რეპრესია ემსახურება ადამიანების დაშინებას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არანაირი ბრალდება არ არსებობს და „თეა წულუკიანის მიერ არის შეთხზული“.

„არანაირი ბრალდება არ ყოფილა. ეს არის წულუკიანი შეთხზული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არსებობს სასამართლო. სასამართლოში არავისგან არანაირი სარჩელი არ მიგვიღია. ვინც ცილისწამებით დაკავდება, ყველა იქნება პასუხგაცემული. ჩვენ არავისგან ამ 18 წლის განმავლობაში, არ მიგვიღია არც სასამართლო განაცხადი, არც სარჩელი. არ არსებობს საფუძველი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის პროკურატურაში „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდებას ოფიციალურად აცნობენ. ის რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს ჯაფარიძემ უპასუხა, პროკურატურაში ბრალის გასაცნობად დაიბარეს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო