საბა ბუაძე საკადრო ცვლილებებზე - ცალსახად სისუსტის აღიარებაა

ცალსახად სისუსტის აღიარებაა, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი საბა ბუაძე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ბუაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი „ადამიანებს პოლიტიკურ მოუსავლეთში ისვრის, რადგან მათი გამოყენება აღარ სჭირდება“.

„ზოგადად, ძლიერ პოზიციაში მყოფი და გამარჯვებული ხელისუფლება არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ასეთი ტიპის საკადრო ცვლილებებს არ ახდენს. ეს ცალსახად სისუსტის აღიარება და იმის აღიარებაა, რომ არც ერთ ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური კაპიტალი და ისინი დგანან მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რა საჭიროება გააჩნია ივანიშვილს. სწორედ ასე ხდება უცერემონიოდ ამ ადამიანების მოსროლა პოლიტიკურ მოუსავლეთში, რადგან ივანიშვილს აღარ სჭირდება ამ ადამიანების გამოყენება. ზოგადად, რომელი სახელი და გვარი მიიღებს მონაწილეობას ამ რუსულ სპეცოპერაციაში, ამას დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის არ აქვს, ეს მათი ბიოგრაფიისთვის და მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ყველა, ვინც ამ ღალატში მონაწილეობს, აუცილებლად მიიღებს ქართველი ხალხისგან სათანადო პასუხს“, - განაცხადა ბუაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს