ირაკლი კობახიძე - ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შემდეგი 6 წლის განმავლობაში წარმატებები უსურვა.

„ყოველთვის არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. ამ ორივე კუთხით, ანრი ოხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ის არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს დიდი გამოცდილება, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი. ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო ძალიან კარგი კანდიდატია ანრი ოხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმძღვანელობისთვის, არამედ, ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან, და გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან. მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდეგი 6 წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს