სისხლის სამართლის კანონმდებლობას ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები ემატება

სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი კარი ემატება, რომლის დასახელებაც “სოციალური დაცვის ღონისძიებები“ იქნება და რომელიც ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობის საკითხებს დაარეგულირებს.

შესაბამისი ცვლილებები “ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ ანტინარკოტიკულ პაკეტში აისახა. საკითხი დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სესიაზე განმარტა, სავალდებულო მკურნალობა განსაზღვრული იქნება იმდაგვარად, რომ პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი კომისია პირის ნარკოდამოკიდებულების საკითხს განიხილავს - იმსჯელებს, არის თუ არა მიზანშეწონილი, რომ მას სავალდებულო მკურნალობა დაენიშნოს. დასკვნა მოსამართლეს წარედგინება და საბოლოო გადაწყვეტილებას სავალდებულო ნარკომკურნალობის დანიშვნის შესახებ სწორედ მოსამართლე მიიღებს.

გორდულაძის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, თუ რომელ სტაციონარში, რა წესითა და პირობებით უნდა მოხდეს პირის სავალდებულო მკურნალობა.

მისივე თქმით, ნარკომანიით დაავადებულ პირს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს