კახაბერ გულედანი - ახალ გამოწვევებს, ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი

ახალ გამოწვევებს, ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, კახაბერ გულედანმა განაცხადა.

მან პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერს ნდობისთვის. ეს ნდობა მანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ამ ახალ გამოწვევებს, ამ ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი“,-აღნიშნა გულედანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს