მარკ რუტე - ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს

ამ ორი დღის დისკუსიებიდან მიღებული კონსენსუსი არის ის, რომ მაშინ, როცა მსოფლიო უფრო და უფრო სახიფათო ხდება, ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეალური საფრთხე ემუქრება.

„ყველაზე პირდაპირი რუსეთისგან, მაგრამ სხვებისგანაც, სახელმწიფოსგან თუ არასახელმწიფოსგან ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთის ფლანგსა და კიბერსივრცეში - როგორი გამოწვევების წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ძალები და შესაძლებლობები, რათა შევაკავოთ აგრესია და დავიცვათ თავი, თუ ვინმე თავდასხმის განხორციელების შეცდომას დაუშვებს“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, მთელი ალიანსისთვის ნათელია, რომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, თუნდაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი დასრულდეს.

რუტემ ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთთან დაკავშირებით გულუბრყვილო არავინაა“, მაგრამ აღნიშნა, რომ „ომის დასრულების შესახებ მოსკოვთან მოლაპარაკებები აუცილებელია“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება