„ბიბლუსი“ ვლოგერების კონკურსს აცხადებს - არ გამოტოვო შანსი, მიიღო საუკეთესო პრიზები

წიგნის ჩუქების თვეს – აპრილს „ბიბლუსი“ ტრადიციულად სიახლეებით აღნიშნავს და წელს პირველად აცხადებს ვლოგერების კონკურსს - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“. მათთვის, ვისაც უყვარს წიგნები და კითხვა, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, მიიღოს ძალიან ღირებული პრიზები.

კონკურსის 2 გამარჯვებული მაღაზიის 2 000-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდება.

კონკურსში მონაწილეობისთვის 30 აპრილის ჩათვლით უნდა შეასრულოთ შემდეგი პირობები:

  • გადაიღე 1-3 წუთიანი ვიდეო, რომელშიც მოკლედ მიმოიხილავ 3 ყველაზე საყვარელ წიგნს და აღნიშნავ, ვის და რატომ აჩუქებდი თითოეულ წიგნს;
  • ატვირთე სასურველ სოც. ქსელში (Facebook, Instagram, TikTok);
  • დათაგე „ბიბლუსის“ ოფიციალური გვერდი;
  • აღწერაში გამოიყენე ჰეშთეგები: #აჩუქეწიგნი #აჩუქეთავისუფლება

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან „ბიბლუსის“ მიერ ჩამოყალიბებული ქულათა სისტემის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს:

მომხმარებელთა ჩართულობა:

  • მოწონებების რაოდენობა – მაქს. 10 ქულა;
  • კომენტარების რაოდენობა – მაქს. 10 ქულა;
  • გაზიარებების რაოდენობა – მაქს. 10 ქულა.
  • ჟიურის შეფასება – მაქს. 20 ქულა.

კონკურსი - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“ დასრულდება 2025 წლის 30 აპრილს, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდება 2025 წლის 15 მაისს.

გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან 23 მაისს, ბიბლუსის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„ბიბლუსის“ კონკურსის შესახებ მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება