სტუდენტური კონფერენციისთვის ნაშრომების მიღება ცხადდება თემებზე: „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის კვლევების ფაკულტეტისა და იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციისთვის ნაშრომების მიღება ცხადდება თემებზე: „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები". ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„კონფერენცია გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჰიბრიდული ფორმატით (მის: თბილისი, ჩარგლის ქ. 73);

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება;

საერთაშორისო სამართალი, ციფრული მმართველობა, თანმედროვე ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება;

მედია და ციფრული სამყარო, საინფორმაციო ომის გამოწვევები და მედიაპროპაგანდა;

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ- ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციის სამუშაო ენებია - ქართული და ინგლისური.

კონფერენციის მონაწილე ირჩევს ერთ-ერთ სამუშაო ენას და სარეგისტრაციო ფორმას ავსებს მხოლოდ ერთ არჩეულ ენაზე;

კონფერენციისთვის სავალდებულოა მხოლოდ თეზისების წარმოდგენა (მოცულობა: მინიმუმ - 750, მაქსიმუმ - 1300 სიმბოლო);

კონფერენციაზე, სურვილის შემთხვევაში, დაშვებულია მხოლოდ ერთი თანაავტორი (თანამომხსენებელი);

მომხსენებელს აუცილებელია ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 25 აპრილი;

აპლიკანტები შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - 28 აპრილს მიიღებენ. კონფერენციის დღეა - 23 მაისი. იხილეთ კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/xklMb „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება