უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სანქციებზე - სავარაუდოდ, გათვლაა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს შიგნიდან ჩამოშლა - ზოგიერთს დაავიწყდა, რომ საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან

ვერ ვხსნი იმას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს - ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე

სანქცირებულთა სიებში მოსამართლეთა გვარების გამოჩენა მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე სხვა მიმართულებითაა, სავარაუდოდ, გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საწყენია, რომ ზეწოლაა ისეთი სახელმწიფოების, გარე აქტორების მხრიდან, რომელთა დემოკრატიაც დღემდე იდგა მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპებზე.

„ჩვენ მოსამართლეები მივეჩვიეთ, რომ ფაქტებსა და რეალობასთან შედარებით, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ აღქმებს და განცდებს, ვიცხოვროთ პარალელურ რეალობაში, თუმცა ამ მოცემულობაშიც კი ვერაფრით ვერ ვეგუები და ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს. განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე. ჩვენთვის ეს ზეწოლა არ არის ახალი, ბუნებრივია, წლების განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ამას მიეჩვია. აქამდე ყოველთვის მიმაჩნდა მეც, რომ ეს ზეწოლა, გარე აქტორების მოჭარბებული და გამძაფრებული ინტერესი სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ საზოგადოების კონსოლიდირება მოეხდინათ სასამართლოს ნეგატიური განწყობების მიმართულებით და ამით მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზება. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, ეს სამიზნეები შეიცვალა და უკვე წინა სიებში პრიორიტეტულად, სანქცირებულთა სიები მაქვს მხედველობაში, მოსამართლეთა გვარების გამოჩენა უკვე მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე მიემართება სხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, აქ გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა. მინდა, ვთქვა, რომ საბედნიეროდ ზოგზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან, რომელთათვისაც ღირებულია პრიორიტეტები, გააჩნიათ პროფესიული თავმოყვარეობა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი სისტემის მდგრადობაში, თითოეული ჩემი კოლეგის სიმყარეში.

მე კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ გამძლეობისათვის, რომელსაც თითოეული თქვენგანი იჩენს და ღრმად მწამს, რომ თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული აქვს ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც ჩვენ, ქართული მართლმსაჯულება იბრძვის. ბუნებრივია, ამ რთულ პირობებში, რომელშიც ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე დასრულდება და ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციებისა და ხედვების მოსმენა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააჩნია“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში