ადვოკატის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია ანა კვარაცხელიას პოზიცია ბრალდებაზე, რომელსაც პროკურატურა სუროგაციის გზით შვილის გაჩენის მსურველი ცოლ-ქმრისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვასა და თაღლითობას ედავება

ადვოკატ მაგდა შინჯიკაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია ანა კვარაცხელიას პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელსაც პროკურატურა სუროგაციის გზით შვილის გაჩენის მსურველი ცოლ-ქმრისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვასა და თაღლითობას ედავება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შინჯიკაშვილი აცხადებს, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს საღამოს შეხვდება. ადვოკატის განმარტებით, კვარაცხელიას გამოძიების ეტაპზე ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული.

„გამოძიების ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობდა, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ჩვენებას დაეთანხმა, რაც გამოძიებას მისცა. ახალი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწვდია, დღეს უნდა შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ, შემიძლია გითხართ, რომ პროკურატურამ შეიტანა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და ველოდებით სასამართლო პროცესის დანიშვნას. ჩემთვის, როგორც ცნობილია, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, თუმცა, აღკვეთის შუამდგომლობის შინაარსი ჩემთვის ცნობილი არ არის.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა რეალურად, რაც მოხდა, ყველაფერი უთხრა პროკურატურას, შემდეგ უკვე თანხების ნაწილში პროკურატურის გამოსაძიებელი იყო, საქმის მასალები ახლა გადმომეცა, მეც ფიზიკურად არ ვიცი რა და როგორ დადგინდა, თუმცა, ფაქტია, რომ პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის თაღლითობის ფაქტს ედავება“, -აცხადებს შინჯიკაშვილი.

ცნობისთვის, ანა კვარაცხელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, კვარაცხელია დაზარალებულ ცოლ-ქმარს სუროგაციის გზით შვილის ყოლაში დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც თითქოსდა, ორსულად მყოფი სუროგატი დედების საჭიროებისთვის და შემდეგში თითქოსდა, დაბადებული ორი ახალშობილის მკურნალობის მიზნით, თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების 310 727 ლარს და 15 500 აშშ დოლარს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო