Webster University Tbilisi ახალ პროგრამებს და ინიციატივებს აანონსებს

Webster University Tbilisi-ში სპეციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი, ჯულიან შუსტერი, უნივერსიტეტის გაფართოების და სტრატეგიული განვითარების გეგმებს აანონსებს.

საბაკალავრო პროგრამები ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, კომპიუტერული მეცნიერების და სხვა მიმართულებებით; სამაგისტრო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; საერთაშორისო პროექტები ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით; სტუდენტური ოლიმპიადები, კონკურსები და სხვა ინიციატივები თბილისის კამპუსში განხორციელდება.

Webster University Tbilisi არის საქართველოში ავტორიზებული პირველი და ერთადერთი ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც გლობალური ქსელის ოფიციალურ კამპუსს წარმოადგენს, გასცემს ამერიკულ დიპლომს და ასწავლის ამერიკაში აკრედიტებული პროგრამებით.

უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ჯულიან შუსტერის, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროგრამების და პროექტების გაფართოებაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს Webster University Tbilisi-ს აკადემიურ შესაძლებლობებს და სტუდენტებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ წელს უნივერსიტეტის პროგრამების მიმართ უპრეცედენტოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება სტუდენტობის მსურველთა მხრიდან.

Webster University არის ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1915 წელს და 2021 წლიდან უკვე საქართველოშიც ოფიციალური ფილიალით არის წარმოდგენილი. გლობალურ ბაზარზე უნივერსიტეტი გამოირჩევა სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომით, საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სასწავლო პროგრამებითა და უნიკალური საერთაშორისო გამოცდილებით.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს