აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინეს

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარვუდგინე.

სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორისის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებულად უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ახლო წარსულში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღირსების ორდენით დავაჯილდოვე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი სულხანი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად ის კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ის წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო.

ბატონ სულხანს წარმატებებს ვუსურვებ. მას და მის გუნდს ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სრული თანადგომა და მხარდაჭერა ექნება. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის. ასევე ვუსურვებ მას წარმატებას მომავალ საქმიანობაში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც თავად სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

„მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემ ხალხს და რესპუბლიკას.

მადლობა ნდობისთვის. ეს არის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ მე ვარ ამ კუთხის შვილი. მე დავიბადე და გავიზარდე აჭარაში. ჩემ მეხსიერებაში ყველაზე კარგი თუ რამე მახსენდება, ალბათ ამ წლებს უკავშირდება.

მადლობა შესაძლებლობისთვის. მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემ ხალხს და ჩემ რესპუბლიკას“,- განაცხადა თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ცნობისთვის, დღეს, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება