მარკო რუბიო - რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება - პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში

არაფერი გამიგია რუსეთსა და აშშ-ის შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატო-ს შტაბ-ბინაში მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, რუბიოს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები აღდგეს, როგორც ნდობის აღდგენის ზომა.

„არაფერი გამიგია პირდაპირ ფრენებზე…

არ ვიცი ვინ იფრენს, ვინაიდან ეს ყველა ადამიანი დასანქცირებულია“, - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, „რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე, და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება, სერიოზულები არიან რეალური მშვიდობის მიღწევაზე თუ ეს უბრალოდ დაყოვნების ტაქტიკაა“.

„თუ ეს დაყოვნების ტაქტიკაა, პრეზიდენტი [ტრამპი] ამაში დაინტერესებული არ არის. თუ ეს ყველაფრის გაჭიანურებაა, პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში…

ვამოწმებთ რუსები დაინტერესებული არიან თუ არა მშვიდობაში. მათი ქმედებები - არა მათი სიტყვები, არამედ მათი ქმედებები - განსაზღვრავენ ისინი სერიოზულები არიან თუ არა, და ვაპირებთ ეს უფრო მალე ვნახოთ, ვიდრე გვიან“, - განაცხადა რუბიომ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება