ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი რიჰზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია - რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 14 დაღუპულია, მათ შორის 6 ბავშვი, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 აპრილს უკრაინულ ქალაქ კრივი რიჰზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.

„რუსულმა რაკეტამ ჩვეულებრივ ქალაქს დაარტყა, პირდაპირ მოხვდა ქუჩას, სადაც საცხოვრებელი შენობებია. წინასწარი ანგარიშებით, სავარაუდოდ, ეს ბალისტიკური რაკეტით დარტყმა იყო. ამ მომენტისთვის 14 გარდაცვლილი დადასტურებულია, მათ შორის ექვსი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, როგორც მინიმუმ ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

რუსული დარტყმები ყოველ დღე ხდება. ხალხი ყოველდღე კვდება. რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმითი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს. მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე, ყველა ძალისხმევას უკრაინის გასაძლიერებლად, ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და ჩვენს ძალებს - შეუძლია განსაზღვროს, როდის დასრულდება ომი.

შეერთებულ შტატებს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ უნარი აიძულონ რუსეთი მიატოვოს ტერორი და ომი და ეს უზრუნველყოფილ უნდა იქნას - მშვიდობა საჭიროა”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს